Summer camp

Summer camp

8-13 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევში CCP-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა18 კაციანი ეკო ბანაკი.. ბანაკში მონაწილეობას იღებდა 6 შვეიცარიელი და 12 ქართველი სკაუტი. ბანაკის თემა იყო ნარჩენების დანაწევრება, გადამუშავება და ძირითადი ეკოლოგიური საკითხები. ბანაკის პერიოდში მონაწილეებმა დაასუფთავეს ბორჯომის პარკი. ბანაკში გაიმართა როგორც ქართული, ასევე შვეიცარიული საღამო. საღამოებზე თითოელმა ქვეყანამ წარადგინა საკუთარი ტრადიციული საკვები, ტკბილეული, ასევე ხალხური სიმღერები და ცეკვები. ბანაკის პერიოდში ყოველ საღამოს ინთებოდა კოცონი, სადაც მონაწილეები უფრო დაწვრილებით უზიარებდნენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს, შეხედულებებს, ჰყვებოდნენ სახალისო და სიანტერესო ამბებს.

Share via

Share