GOSM, Annual City Game

GOSM, Annual City Game

Annual City Game, Organized by Scouts of Tbilisi partnership with Tbilisi Zoo. 6 დეკემბერს, საქართველოს სკაუტური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა სახალისო თამაში „City Game ბეგი“, რომელიც თბილისის ზოოპარკსა და ველური ბუნების ულამაზეს წარმომადგენლებს მიეძღვნა. თამაშის მიზანი ახალგაზრდებში ცხოველებისადმი სიყვარულის გაღვივება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებამ სტარტი თბილისის ზოოპარკში აიღო. დღის განმავლობაში თამაშის მონაწილეებს ქალაქის მასშტაბით განლაგებულ 15-მდე ე.წ. „სადგურში“ დავალებების პოვნა და ქულების დაგროვება, ბოლოს კი მოპოვებული ქულებით მასალების ყიდვა ევალებოდათ. ამ მასალების გამოყენებით დღის ბოლოს მათ ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველების ფიგურები შექმნეს, ანუ სიმბოლურად, ახალი ზოოპარკი ააშენეს, რომელიც ახალი ცხოველებით დაასახლეს. მონაწილეების ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც სკაუტური მოძარაობის წარმომადგენელი და ზოოპარკის თანამშრომლები იყვნენ. ყველაზე ლამაზი და კრეატიული ცხოველის - ფარშავანგის დამზადებისთვის პირველი ადგილი გუნდ „ანც სკაუტებს“ ერგო. მეორე ადგილი „ნექტარინმა“ მოიპოვა. მათ მიერ მუყაოსა და ნაჭრისგან შექმნილი მარტორქა ყველაზე მეტად ჰგავდა რეალურს. მოგებული პრიზები გამარჯვებულმა გუნდებმა, სკაუტების წესების თანახმად, მეგობრულად გაიყვეს და ყველა მოთამაშეს გაუნაწილეს.

Share via

Share