
III Meeting of the Europe-Eurasia
⚜ 2016 წლის 14 მაისს თბილისში დაიწყო ევროპა-ევრაზიის სკაუტების მესამე საერთაშორისო პარტნიორობის შეხვედრა. ღონისძიება გახსნა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გიორგი ხვინთელანმა. შევხედრის ფარგლებში გაიმართება ტრენინგები ლიდერობაზე და ამავდროულად იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა ნაციონალურ ორგანიზაციებს შორის. ტრენერებად მოწვეულები არიან ტირუმალე შრინატი - მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მაია ჰანინენი - ფინეთის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ზდასრულთა კომისარი და მარტინ კრიშტენსენსი - დანიის საერთაშორისო ტრენერი „ასოციოდან“.
შეხვედრა 4 დღე გაგრძელდება და გარდა საგანმანათლებლო ხასიათისა მოიცავს საქართველოს კულტურისა და ღირშესანიშნაობების გაცნობას. პროექტში საერთო ჯამში 19 ქვეყნიდან 38 ადამიანი იღებს მონაწილეობას.