
Georgian Scouts in World run
⚜ 8 მაისს კახეთში ტრადიციულად გაიმართა რედბულის საქველმოქმედო მსოფლიო რბენა, რომელსაც უკვე მესამედ შეუერთდნენ სკაუტები მოხალისეებად, ისინი იყვნენ გადანაწილებულნი სხვადასხვა პოზიციებზე, სკაუტების მუშაობამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, იყო დამღლელიც და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულიც, სკაუტი მოხალისეების ნაწილი 7 მაისს (შაბათს) ჩავიდა კახეთში და დაეხმარა რედბულს ტერიტორიის კეთილმოწყობაში, კვირას კი თბილისის ორგანიზაციიდან დაახლოებით 100-მა სკაუტმა მიიღო მონაწილეობა რედბულის რბენის სასიამოვნოდ ჩატარებაში.