სკაუტინგის პოპულარიზაცია რუსთავში

ამ დროის განმავლობაში მე ვეცნობოდი სკაუტურ ცხოვრებას! მე მყავდნენ ლიდერები რომლებიც მასწავლიდნენ ყველაფერს რაც სკაუტინგს შეეხებოდა! მე ბევრი რამ ვისწავლე ამით. სანამ სკაუტინგში ჩავებმეოდი და გავეცნობოდი მას ჩემი ცხოვრება უფრო რთული იყო. სკაუტურ ბანაკში ისე აღმოვჩნდი რომ არცკი ვიცოდი თუ რას შეეხებოდა ეს და საერთოდ რას ნიშნავდა ყოფილიყავი სკაუტი. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, არ ვყრი ქუჩაში ნაგავს, ვეხმარები უფროსებს, ვუვლი ბუნებას, ვიღებ მონაწილეობას აქტივობებში რომლებიც ბუნების დაცვას ემსახურება და ამ ყველაფერს ვაკეთებ ხალისით რაც მთავარია, ვიცი რომ სკაუტინგი ისაა რაზეც მე მთელი ცხოვრება ვვოცნებობდი რადგან იგი მაძლევს იმის უფლებას ჩემი ოცნება ავიხდინო: მინდა ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო და გავიჩინო ბევრი მეგობარი, რომლებსაც განსხვავებული აზრი ექნებათ ცხოვრებაზე და მათ ერთი რამ დააკავშირებს ერთმანეთთან რასაც სკაუტინგი ჰქვია. ძალიან მინდა რომ იგივე გზა ბევრმა ქართველმა და სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა გაიაროს, მოუარონ ბუნებას და იხსნან განადგურებისგან. იმედი მაქვს მექნება იმის საშვალება რომ წვრილი შევიტანო მომავალ თაობებში სკაუტინგის განვითარებაში.
Started Ended
Number of participants
1
Service hours
360
Topics
Personal safety
Youth Programme

Share via

Share